Facebook პლატფორმა მხოლოდ გართობისთვის თუ კარიერული შესაძლებლობებისთვის?
როდესაც სამსახურს ვეძებთ, Facebook შესაძლოა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს. თუ აქამდე მხოლოდ სიახლეების ნახვისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის იყენებდი, შეიძლება დროა, კარიერულ შესაძლებლობებზე დაფიქრდე!
თუ იცი კონკრეტული კომპანია, სადაც მუშაობა გსურს, შეგიძლია მოძებნო მათი HR სპეციალისტი ან გუნდის წევრები, გაუგზავნო მეგობრობის მოთხოვნა ან პირადი შეტყობინება. შესაძლოა, სწორედ ასე გაიგო არსებულ ვაკანსიებზე ან სტაჟირების შესაძლებლობებზე.
დამსაქმებლები ხშირად ამოწმებენ კანდიდატების სოციალურ ქსელებს. შენი პროფილი უნდა ასახავდეს შენი პროფესიულ ინტერესებსაც. სცადე ისეთი კონტენტის გაზიარება, რომელიც შენს სფეროს ან კარიერულ ინტერესებს უკავშირდება.
თუკი ახალ სამუშაოს ეძებ, უბრალოდ დაწერე პოსტი და გაუზიარე მეგობრებს. შეიძლება სწორედ შენი ნაცნობი აღმოჩნდეს ის ადამიანი, ვინც სამსახურის პოვნაში დაგეხმარება. "ძებნის რეჟიმში" ყოფნის დამალვა არ ღირს – ხშირად კარიერული შესაძლებლობები ყველაზე მოულოდნელად ჩნდება!"
შენ თუ გამოგიყენებია Facebook კარიერული მიზნებისთვის? გამოგიყენებია სამუშაოს საძიებლად ან ოდესმე შემოთავაზება მიგიღია?
ნახვები: 151, კომენტარები: 0, ფავორიტებში: 0, გამომწერები: 1
